|
2023-05-22 19:46:28, 779 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა
„მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც რუსულმა პარტიამ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა წითელი ხაზი გადალახა და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, უფრო მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი. „მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა. 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და 5 მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია. ამ 5 მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართა მთელი დღის განმავლობაში, დილის 8:00 საათიდან, საღამოს 8:00 საათამდე. მინდა მოგახსენოთ კონკრეტული შედეგები. ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი დასწრება. წალენჯიხაში არჩევნებზე მივიდა, ურნასთან მისი ხმა დააფიქსირა 2 127-მა ადამიანმა, მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1051-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. წყალტუბოში 737-მა, ქუთაისში 692-მა, ახალ ქალაქში 350-მა. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტოდ დიდი კონკურენცია იყო ამ მუნიციპალიტეტებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია ჩვენივე ამომრჩევლებისთვის. დარჩენილ 57 მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგატების მიერ ელექტრონულად მოხდა თავმჯდომარის არჩევა, საბოლოო ჯაში 30 ათასამდე ჩვენმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. თქვენ კარგად იცით, რომ დედაქალაქში არჩევნები არ ჩატარებულა, თავმჯდომარე არ არჩეულა, შესაბამისად, ეს არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წინ, თუმცა შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90% არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით, ეს არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა ადგილზე და არ იყო მიღებული კაბინეტებში. მინდა მალდობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, როგორც კანდიდატებს ასევე ამომრჩეველს, რეგიონალურ მდივანს, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების ჩატარება და საარჩევნო კომისიას.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)