|
2023-05-22 17:52:43, 1615 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ და ნინო ნიჟარაძემ 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულეს, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა [ვიდეო]
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულა, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის აპრილის თვეში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დასჭირდა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 120 ათასი ლარით დაფინანსდა. "სოფიო დოლიძე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, გაიზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. მიმდინარე წელს უკვე დაფინანსდა ტრანსპლანტაციების 12 შემთხვევა. ● ღვიძლის ტრანსპლანტაცია ფინანსდება - 125 000 ლარით; ასევე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ტრანსპლანტაციიდან ერთი წლის განმავლობაში, ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ პოსტოპერაციული გამოკვლევევი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაუფინანსება 2018 წელს დაიწყო და დღემდე პროგრამით 38 პაციენტმა ისარგებლა",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)