|
2023-05-22 16:37:59, 1827 ნახვა
სხვადასხვა
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში რუსი ოპოზიციონერის ნავალნის ქალიშვილს გამოსვლას ქართველმა და უკრაინელმა სტუდენტებმა ზურგი შეაქციეს
რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ქალიშვილმა დარია ნავალნიმ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მამის ბრძოლაზე ისაუბრა. გამომსვლელს ზურგით უსმენდნენ სტუდენტები უკრაინიდან და საქართველოდან. დარია ნავალნაიამ გაამახვილა ყურადღება მამის ბრძოლაზე „პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ“ და სიტყვა დაასრულა ფრაზით: „ბოროტების ტრიუმფისთვის აუცილებელია რომ კეთილმა ადამიანებმა არაფერი გააკეთონ“. ზოგიერთმა სტუდენტმა ნავალნაიას ტაში დაუკრა. მაგრამ უკრაინელები და ქართველები არ უსმენდნენ მას, ზურგით იდგნენ სცენაზე და თავიანთი ქვეყნების დროშებს მხრებზე ჰქონდათ ჩამოკიდებული. მანამდე Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნაიას ცერემონიაზე მიწვევამ უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინიდან და საქართველოდან რამდენიმე სტუდენტში, რომლებმაც მოითხოვეს მისი გამოსვლის გაუქმება.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)