14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 15:38:03, 748 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დონორებს მოვუწოდებ, დაელაპარაკონ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება დეპუტატებზე ზეწოლა

წინა კვირაში რაც ვნახეთ, ეს იყო ის, რაც დაფარულად ხდებოდა ომბუდსმენის არჩევისას, კერძოდ, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, რომელიც მოდიოდა პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, გასულ კვირას, კენჭისყრის მსვლელობის დროს ვნახეთ დარბაზში, ვინ არიან ის ადამიანები, არასამთავრობოები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრს აქვს თავისუფალი მანდატი და ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში.

„ამ მანდატში ჩარევა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. ამიტომ ის არასამთავრობოები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, ისინი არიან ის ორგანიზაციები ან პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მეორე მხრივ, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ბედავენ, რომ პარლამენტის წევრები შეაწუხონ, შეავიწროონ, დააბულინგონ, დააშინონ და აიძულონ ისინი, არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვლიან საჭიროდ, არამედ ისეთი, რომელიც ამ ამ მილიონების მქონე „ენჯეოებს“ სურთ, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ უცხოური ფულის ხარჯვა. ამიტომ დონორებს მოვუწოდებ, ჩახედონ, დაინტერესდნენ. წინაზეც ვეუბნებოდით, მაგრამ ასე არ ჩანდა. სამი ქალი დეპუტატი, სამწუხაროდ, არ ასახელებდა, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას, ახლა პირდაპირ გამოჩნდა. დონორებს მოვუწოდებ, ნახონ ეს განცხადებები, დაელაპარაკონ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, რომ ასეთი ზეწოლას ადგილი არ ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ დონორებიც იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას. გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება ზეწოლა პარლამენტის წევრებზე. ეს უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics