|
2023-05-21 16:51:26, 720 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე- იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი მეტწილად შევასრულეთ, ეს ოპოზიციას რომ ეწყინა ვნახეთ, რა საქმის გარჩევები ჰქონდათ ყველაზე უტიფარი მეთოდებით
„ჩვენ ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი მეტწილად შევასრულეთ. ძალიან კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ბოლომდეც მივიყვანთ, მაგრამ რაც უკვე გაკეთდა არის ძალიან კარგი. ეს მათ [ოპოზიციას] ძალიან რომ ეწყინათ, ამას ალბათ უკვე შევხედეთ, როგორი ბულინგი მოახდინეს ერთმანეთზე და საქმის რა გარჩევები ჰქონდათ, ყველაზე უტიფარი მეთოდებით,“ ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვაზე პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, რადგან ისინი ულტიმატუმის მეთოდს მიმართავენ და არ აინტერესებთ, კანდიდატების არჩევა ევროპულ რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა. „მოლოდინი ამ საკითხთან დაკავშირებით მათი [ოპოზიციის] მხრიდან ბუნებრივია პოზიტიური ვერ გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ წინა შემთხვევაშიც ასე იყო. მათ დააყენეს 3 და შემდეგ 2 კანდიდატი ულტიმატუმის სახით და ფაქტობრივად მათი ულტიმატუმები გულისხმობს შემდეგს- თუ ჩვენ არ ავირჩევთ მათ წარმომადგენლებს, ისინი ასეთი ორგანოს არჩევაზე პრაქტიკულად უარს ამბობენ ხოლმე მიუხედავად იმისა, ეს ევროპულ რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა, მიუხედავად იმისა, ეს პირდაპირ ემსახურება თუ არა ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)