06:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 14:03:37, 1481 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უარყო რუსი ოკუპანტების მტკიცება, რომ მათ ბახმუტზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უარყო რუსი ოკუპანტების მტკიცება, რომ მათ ბახმუტზე კონტროლი დაამყარეს. - ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ სავარაუდოდ დაადასტურა, რომ კიევმა ბახმუტზე კონტროლი დაკარგა.

თუმცა, ზელენსკის ფრაზა კონტექსტიდან ამოღებულია. კითხვაზე, რა თქვეს რუსებმა ბახმუტის აღებაზე, მან უპასუხა: „არა მგონია“.
„ამგვარად, პრეზიდენტმა უარყო ბახმუტის აღება“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.

შეგახსენებთ, რომ 20 მაისს ვაგნერის  ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსებმა საბოლოოდ მოახერხეს ბახმუტის დაკავება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და დასძინა, რომ ბახმუტში ვითარება კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამავდროულად, უკრაინის ჯარები იცავენ ხაზს და აკონტროლებენ გარკვეულ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს სამოლეტის რეგიონში და კერძო სექტორში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics