14:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-20 12:42:14, 863 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ შიდაპარტიული საქალაქო/რეგიონული თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ შიდაპარტიული საქალაქო/რეგიონული თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ თავად ავრცელებს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, მიმდინარე არჩევნები არის შიდა დემოკრატიის განმტკიცებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს არის სწორედ ის, რაც პარტიას სჭირდება.

„დღეს და ხვალ საქართველოში დასრულდება შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალური მოძრაობაში“. ეს არის შიდა დემოკრატიის განმტკიცებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი, უპრეცედენტოა, სიახლეა. ეს ჭირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც იქნებიან შერჩეული, გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობის“ წინაშე დგას. „ნაციონალური მოძრაობის“ გამოწვევები იქცა ქვეყნის წინაშე გამოწვევებად. თქვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება ქვეყანას აბარებს რუსეთს, თქვენ ხედავთ, რა დღეში აგდებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, პოლიტპატიმრებს და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მანდატით, ახალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარეები დროზეა შესარჩევი და დასაკომპლექტებელი, რადგან ამ გამოწვევებს ადეკვატური პასუხები გავცეთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics