|
2023-05-19 23:22:07, 894 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე- როდესაც ადამიანები მოინდომებენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას, ამაზე აუცილებლად გაგცემთ პასუხს
„როდესაც ადამიანები მოინდომებენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას, აუცილებლად გაგცემთ პასუხს,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქნება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და აუცილებლად დაბრუნდება თავის საპატიო ადგილზე ევროპაში. „ჩვენი სამაგალითო პოლიცია, დღეს უკვე ამის თქმის საშუალება ჩვენ ყველას ერთად გვაქვს, ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფოებრივი ინტერესების და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და როდესაც ადამიანები მოინდომებენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას, აუცილებლად გაგცემთ პასუხს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საქართველო, ქართული ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ყოველთვის იქნება ეროვნული ინტერესების, ტრადიციების, ჩვენი წარსულის, ჩვენი მომავლის სადარაჯოზე, ჩვენი რწმენის სადარაჯოზე, ჩვენი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სადარაჯოზე და ამ ყველაფრის იმიჯის შელახვას არ დავუშვებთ, და ეს ყველაფერი თავის მხრივ თავსებადია ევროპულ ღირებულებებთან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ის აუცილებლად დაბრუნდება თავის ღირსეულ საპატიო ადგილზე ევროპაში. ამას ჩვენ ყველანი ერთად უზრუნველვყოფთ ამ მავნებლობის მიუხედავად.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)