|
2023-05-19 22:06:44, 724 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობას“- 7 ნოემბერი, 26 მაისი - ამ ორი უსასტიკესი დარბევის ავტორი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“
7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან წერილი გაიგზავნა 7 ნოემბრის და 26 მაისის ავტორებისგან. ეს არის უბრალოდ ცინიზმი. ეს ადამიანები - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ამ ორი პირდაპირი გაგებით უსასტიკესი დარბევის ავტორი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 7 ნოემბერი და 26 მაისი, ეს არ იყო მხოლოდ მომიტინგეების უსასტიკესი დარბევა უსასტიკესი მეთოდებით. „7 ნოემბერს მოყვა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და შემდეგ უკვე მოროდიორული ფორმით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან ამ ტელეკომპანიის მიტაცება. ეს არ იყო მხოლოდ უსასტიკესი დარბევა, ამას ჰქონდა თავისი შემდგომი გაგრძელება და მიზნები და ამაშიც იყო ძალიან დიდი სისასტიკე. რაც შეეხება 26 მაისს, ამის გაგრძელებასაც შეგახსენებთ. მარტო 26 მაისი და იქ გამოხატული სისასტიკე ხომ არ იყო, შეგხსენებთ, რომ ამის შემდეგ რამდენიმე დაღუპული ადამიანი ვითომ იპოვეს ჯიხურების თავზე. ეს არის თქვენი სახე. ამ ყველაფრის ავტორები დღეს უსვამენ კითხვას შს მინისტრს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პროპორციული იყო ის ოპერაცია, რომელიც ჩატარდა მოძალადე დემონსტრანტების წინააღმდეგ 7-8 მარტს.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)