|
2023-05-19 19:09:50, 602 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - შეკრებილებმა მოხსნეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები და ჩაამსხვრიეს შენობის მინები
შეკრებილებმა მოხსნეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, დააზიანეს პარლამენტის უკან შესასვლელთან არსებულ ფანჯარაზე ცხაური და შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გააჩინეს ხანძარი და რომ არა იქ მყოფი პოლიციელების დროული რეაგირება, ხანძარი შესაძლოა გავრცელებულიყო მთელს შენობაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. „საღამოს ათი საათის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები, ასევე, პარლამენტის უკანა შესასვლელი, სადაც პროტესტის გამოხატვა უკვე გადაიზარდა ძალადობასა და აგრესიაში. შეკრებილებმა მოხსნეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, დააზიანეს პარლამენტის უკან შესასვლელთან არსებულ ფანჯარაზე ცხაური და შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გააჩინეს ხანძარი და რომ არა იქ მყოფი პოლიციელების დროული რეაგირება, ხანძარი შესაძლოა გავრცელებულიყო მთელს შენობაზე. ყოველივე ამის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. აგრესიის საპასუხოდ პოლიციელებმა მოახდინეს წყლის ჭავლით პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიიდან აქციის მონაწილეთა მოგერიება. პოლიციის მხრიდან დაძაბული სიტუაციის განმუხტვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა წინა დღის მსგავსად, დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. ამავდროულად, აქციის მონაწილეები აგრესიულად განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის მიზანმიმართულად დაზიანებას და ცდილობდნენ შენობაში შეჭრას. აგრეთვე, მოხსნილი და დაზიანებული რკინის ბარიერებით ცდილობდნენ 9 აპრილის ქუჩის ბლოკირებას. 8 მარტს, დაახლოებით 23 საათზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ. კოლოფი და დაიწყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, როგორც 9 აპრილის ქუჩაზე, ისე ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. აქციის მონაწილეებს სრული თავისუფლება ჰქონდათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანად გაეგრძელებინათ შეკრება. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ისროდნენ ქვებს, მსხვრევად საგნებს, პირდაპირი დამიზნებით ისროდნენ პიროტექნიკას, რომლის აფეთქების შედეგად არაერთი პოლიციელი დაზიანდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)