|
2023-05-19 14:52:33, 736 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი - ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება
ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა "რუსკაია გაზეტასთან" საუბარისას განაცხადა. გავრილოვის თქმით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ხელს შეუწყობს შეიქმნას სრულფასოვანი საკონსულო დახმარება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. "ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა. ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მისი მიმდევრობა დემოკრატიულ პრინციპებზე. ჩვენი ერები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ჩვენ გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა",- განაცხადა გავრილოვმა. შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)