|
2023-05-19 14:55:25, 565 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - ცდილობთ, კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ქვეყანასა და ხალხზე, ეს არის ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები
ერთი რამ იყო ძალიან მძიმე რაც მოვისმინე, მათ შორის, თქვენი პარტიის ლიდერის მხრიდან და აქაც გაისმა ასეთი განცხადებები, თქვენ ცდილობთ, რომ კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ჩვენს ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე, რომ ქართველმა დაკარგა რეპუტაცია“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, მიხეილ დაუშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კობახიძის თქმით, „კეზერაშვილი, რომელიც ჯერ ძარცვავდა საქართველოში ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარი გაძარცვა, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ქართველი ხალხი რა შუაშია. ეს არის ძალიან მძიმე განცხადებები და იმედია მომავალში ამას აღარ გაიმეორებთ, ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები“. „თქვენი მთავარი არგუმენტი რატომაც იქმნებოდა ეს კომისია იყო ის, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი. მე მინდა გითხრათ იმ გამოძიების მონაცემები, რომელიც წარმოებს ევროპელ კოლეგებთან ერთად. გამოძიების თანახმად სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენა დაიწყო 2018 წელს. მე შეგახსენებთ რომ თქვენი პარტიის ლიდერი მაშინ იყო შსს მინისტრი, მოგვიანებით გახდა პრემიერ-მინისტრი. ანუ, დანაშაულის ჩადენა გრძელდებოდა 2018-2020 წლებში, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო შსს მინისტრი, უშუალოდ პასუხისმგებელი მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. გამოდის რომ თქვენი პარტიის ლიდერსაც უნდა სცოდნოდა ეს დანაშაული თუ როგორ არის ეს ყველაფერი?! შეგახსენებთ, რომ მთავარი არგუმენტი ეს იყო. გამოდის, თქვენმა ლიდერმაც იცოდა ამ დანაშაულის თაობაზე, თუმცა, ხელს აფარებდა ან დუმდა ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)