21:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 12:06:20, 778 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა - პრეზიდენტს განაცხადი დაუკმაყოფილდება

რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი. მანამდე ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება არის ყურადღების გადატანის მცდელობა.

"მე მგონი, ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ. ამის საჯაროდ გამოტანა, მე ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა და საერთოდაც, მე ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი. მანამდე ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად. მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა. ასე, რომ მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფოორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობას თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს. თავდაპირველად, მისი ვროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics