|
2023-05-19 11:43:03, 791 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ ევროპაში, ივანიშვილისა და „ოცნების“ დამსახურებაა [ვიდეო]
თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მისი გუნდის და "ქართული ოცნების" დამსახურება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალლისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირი არ აქვს. ღარიბაშვილის აზრით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, "ქართულ ოცნებაზე" "მეტი არავის გაუკეთებია". "არასწორად აკავშირებთ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას [რუსეთთან] ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და რატომ, აგიხსნით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რამე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა "ქართულმა ოცნებამ", მეგობრებო - ასოცირება, უვიზო რეჟიმი - თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მისი გუნდის და "ქართული ოცნების" დამსახურება... ჩვენ ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ. ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ წევრი ქვეყანა. ჯერჯერობით არ ვართ წევრი და ამას დასჭირდება წლები", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)