|
2023-05-19 11:26:13, 731 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე
ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს "ხალხის ინტერესებისთვის" აკეთებს. "მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ქალბატონი ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო 2012 წლამდე, თუ არ ვცდები და ამის კადრები არსებობს, სადაც იგი პირადად ლობირებდა ფრენების შესრულებასაც; უვიზო რეჟიმის გამართლებას ცდილობდა; ასევე საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან. მეტსაც გეტყვით - იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი პირადად ხვდებოდნენ ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, რაც მთავარია. ეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან, უნდა დაიჯეროს ხალხმა. ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების გამო, ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს არის დაუშვებელი. სად არის ლოგიკა? აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათიათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ამ ომის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერინა თავისი გუნდის წევრებს კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე; გახსოვთ, რომ არავითარი კამპანია არ უწარმოებით არც სანქციების თაობაზე, არც შეზღუდვაზე. ამის შემდეგ ჯერ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, შემდეგ უკვე ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები - ჩვენი ომის შემდეგ. დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო, რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ჩვენი უალტერნატივო, პრაგმატული, სწორი და ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)