|
2023-05-18 20:24:41, 791 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი სააკაშვილზე - სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ პაციენტს ყველა საჭირო სერვისი მიეწოდება
პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა არსებული საკითხი და მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება. "პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე არ არსებობს კითხვა პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მკურნალობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც განიხილა ეს საკითხი და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის და ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება. საქართველოში ნებისმიერი პაციენტის თუ მსჯავრდებულის უფლებები არის მაქსიმალურად დაცული და დიამეტრულად განსხვავებულია იმისგან, 10 წლის წინ რაც ხდებოდა სისტემაში და ყველა პაციენტს ერთნაირად, გულისხმიერად და მაღალკვალიფიციურად ემსახურებიან, როგორც ექიმები, ასევე პენიტენციური სამსახური",- განაცხადა აზარაშვილმა. შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)