|
2023-05-16 12:20:43, 754 ნახვა
პოლიტიკა
27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება
„მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან 1 წლის თავზე, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" აქცია დააანონსა. მოძრაობის წევრები 27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან. "ნიკა გვრამიას გათავისუფლების მოძრაობის" წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში დაგეგმილ ვიზიტზე ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე უნდა წავიდეს. „ჩვენ დღეს ვაანონსებთ, მომავალ დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 6 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან და ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით, თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყოს პოლიტპატიმრები, ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს და ჩემთვის ძნელი სათქმელია ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები და 22 ივნისს ბოლო თარიღი აქვს რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ გავაპროტესტე უკანონო პატიმრობასაც და იმასაც, რომ ამ უკანონო პატიმრობას ჰყავს ხელისშემწყობები,27-ში ყველა ერთად შევიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ნიკა არ იქნება თავისუფალი და საქართველო არ იქნება თავისუფალი",- განაცხადა ფოფხაძემ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)