2023-05-16 09:05:31, 1409 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
კლიჩკოს თქმით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა შენობა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი.
ამასთან, როგორც კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, ნამსხვრევების დაცემა დაფიქსირდა სოლომიანსკის, შევჩენკოვსკის, სვიატოშინსკის, ობოლონსკის და დარნიცკის რაიონებში.
მისი თქმით, ყველაზე მეტი ზარალი დაფიქსირდა სოლომიანსკში, სადაც ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ კორპუსს და რამდენიმე მანქანას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,