|
2023-05-15 20:52:28, 807 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები აბსურდის თეატრად იქცა
საერთო ჯამში, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები იქცა აბსურდის თეატრად. უკვე, ყოველ ნაბიჯზე, ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მათი მთავარი მიზანია, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი პოლიტიკური სკანდალების დადგმაა. საგამოძიებო კომისიის შექმნითაც, პოლიტიკური სპეკულაციების შექმნას ცდილობენ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება. "მე ოპოზიციას ერთადერთ რამეს მოვუწოდებ. უკვე წელი გადის თითქმის, რაც 12 რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მათ შესასრულებლად და უმეტესი სამუშაოებისა სწორედ უმრავლესობამ გასწია. ამ ფონზე, ოპოზიციას ან ბოიკოტი აქვს, ან არაფერი მნიშვნელოვანი წვლილი არ შექონდა ამ პროცესში. მოვუწოდებ მათ, რომ შეეშვან პოლიტიკურ აბსურდის თეატრს და ჩაერთონ ამ რეკომენდაციების შესრულებაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)