07:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 13:57:11, 1297 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს,- აღნიშნულის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

დახმარების ახალი პაკეტით უკრაინა გერმანიისგან მიიღებს : 

  • Marder-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანას;
  • Leopard 1-ის ტიპის 30 ტანკს;
  • 18 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცს;
  • 4 IRIS-T-SLM საჰაერო თავდაცვის სისტემას;
  • 12 IRIS-T-SLS გამშვებისა და ამ სისტემებისთვის საჭირო ასობით მართვად რაკეტას;
  • 200 სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს;
  • 100 საბრძოლო და 100-ზე მეტი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ავტომანქანას.

ცნობისთვის, ეს არის შეიარაღების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც გერმანიამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 2022 წლის თებერვლის ომის დაწყების შემდეგ უზრუნველყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics