|
2023-05-11 13:29:22, 957 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, წელიწადზე მეტია, ვრცელდება ყალბი ინფორმაციები და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშრებით, თუმცა არ დადებულა სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი. „სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ ნახავდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ათობით განცხადებას იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით და ვიტყოდი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაჟღერდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არც ერთი მტკიცებულება ან რამე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამავე დროს, ჩვენ მოსმენილი გვაქვს, როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ არც ერთი შემთხვევა საქართველოში, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო - არ მომხდარა. პარალელურად, შეგვიძლია გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ვნახოთ 50-70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელებაც მოგვიწია. სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ, პრაქტიკულად არც ერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში", - თქვა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, უწყება გახსნილია და ყველა დაინტერსებულ პირს ნებისმიერ ოპერაციასა და ტრანზაქციაზე შეუძლია მიიღოს ახსნა-განმარტება შესაბამისი კონფედენციალური პირობების დაცვით. „ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, არსებობდეს უფრო მეტი ყურადღება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და საქართველოს გავლით რუსეთს სახმელეთო საზღვარი აკავშირებს კიდევ ორ ქვეყანასთან. თუმცა, ის ქმედებები, რომელიც საქართველომ გადადგა ამ მიმართულებით არ ტოვებს არცერთი შეკითხვის შესაძლებლობას. გასაგებია თეორიული მსჯელობები ამა თუ იმ თემაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია ის მექანიზმები და პრაქტიკული აღსრულება, რაც ფიზიკურად ხორციელდება", - აღნიშნა ხუციშვილმა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)