02:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 18:24:50, 776 ნახვა

პოლიტიკა
სიმონიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ

ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი პუტინის გადაწყვეტილებებს, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. 

მისივე თქმით, რუსეთში მცხოვრები მისი ქართველი მეგობრები ახლა ვლადიმერ პუტინის სადღეგრძელოებს ამბობენ.

"ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ.
შეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა - ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ", - წერს სიმონიანი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics