|
2023-05-10 17:15:46, 946 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა
ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხდა. წილოსანის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პროვოკაცია, მაშინ ამ პროვოკაციაზე წამოგება არასწორია. "პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი, რაზეც პოზიტიურად შემიძლია ვთქვა, არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. ამიტომ თუ ფიქრობს, რომ პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა, ასე ვთქვათ, ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რომ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა არანაირ ჭკუასთან არ შეიძლება იყოს ახლოს. აქედან გამომდინარე, თუ ამ ჭრილში შევხედავთ ამ საკითხს და პროვოკაციად შევაფასებთ, ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა",- განაცხადა წილოსანმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა. აღნიშნულ საკითხზე დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს რუსეთთან სამთვიანი ვიზების დაწესების საკითხი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)