|
2023-05-07 19:15:55, 2060 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრს სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს რუსთავის აკაკი წერეთლის სახელობის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებისთვის საჯარისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ცენტრის სტრუქტურის, ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო სკოლის ექიმებმა და პირადმა შემადგენლობამ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს და „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. აღნიშნული ვიზიტი მოსწავლეებისთვის სკოლებში მიმდინარე პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოების” ფარგლებში ჩატრადა. პროექტის მიზანს სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)