23:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 22:34:45, 1434 ნახვა

ეკონომიკა
ADB-ის პრეზიდენტი - თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის

თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის, - ამის შესახებ აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა 2024 წელს,  შესაძლებლობას მისცემს  საქართველოს სხვადასხვა უპირატესობების წარმოსაჩენად.    

„ჩემთვის დიდი პატივია შემოგიერთდეთ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარდგენილია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა - საქართველო. ბატონო ლაშა, მინდა ასევე მოგილოცოთ აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა 2023-2024 წლებისთვის. აზიის განვითარების ბანკის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და 2023 წლის 2-5 მაისის პერიოდში კორეის რესპუბლიკის ქ. ინჩეონში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 56-ე ძალიან წარმატებულ წლიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ თანხმობა განაცხადეთ უმასპინძლოთ ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას მომავალ წელს, ულამაზეს თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ გავეცნობით საქართველოს  ტრადიციებს, ისტორიასა და დიდებულ პეიზაჟებს. ასე რომ, მეგობრებო და კოლეგებო,  კიდევ ერთხელ, გმადლობთ, რომ  წელს მობრძანდით ჩვენს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, 2024 წელს შევხვდებით თბილისში", - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics