|
2023-05-05 18:05:42, 1088 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია - უკრაინის ომბუდსმენმა მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მოინახულოს
უკრაინის ომბუდსმენმა მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ უკრაინის ომბუდსმენსა და რადას წევრებთან ვიდეოჩართვის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ის გაკვირვებულია, ვინაიდან, ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დასაცავად ომში იბრძვიან აქვთ დრო, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი უყურადღებოდ არ დატოვონ. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა ის თარიღები და ფაქტები რაც სააკაშვილის პატიმრობის დროს მოხდა და გამოხატეს ძალიან დიდი თანაგრძნობა. „შეხვედრის თემა იყო მიხეილ სააკაშვილი. ის უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში და იბრძვიან, კიდევ პოულობენ დროს და არცერთი წუთი არ შეუწყვიტავთ ჩემს შვილზე ზრუნვა. წარმოადგინეს ის თარიღები და ფაქტები, რა როგორ მოხდა. მისი დაპატიმრება, შიმშილობა, როგორ იცვლებოდა შენობები, სადაც ის იყო მოთავსებული, ყველაფერი აქვთ აღნიშნული ისე დეტალურად, რომ ჩვენ სალაპარაკო არ დაგვიტოვეს. იგრძნობოდა ძალიან დიდი თანაგრძნობა. შეხვედრაზე საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილთან პირდაპირი შეხება ჰქონდათ. ერთ-ერთი იყო მისი ლექტორი, როდესაც ის განათლებას იღებდა შევჩენკოს უნივერსიტეტში. როგორც დაახასიათა, არასდროს იყო მარტივი მასთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის საინტერესო იყოო. ასევე საუბარი იყო, რომ გაგზავნილია სტრასბურგში საბუთები. სწორედ იმ ლექტორმა თქვა, იქნებ დამატებითი არხი გავაჩინოთ, გავმიჯნოთ იურიდიული საკითხები და უნივერსიტეტების კოლეგებთან დავამყაროთ ურთიერთობა, მათთან ერთად ინიციატივა გამოვიჩინოთ, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით შემოვიფარგლოთ და არ შევეხოთ იურიდიულ მხარესო. ამასთან, ომბუდსმენმა მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)