|
2023-05-05 17:50:46, 1062 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინა თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, განაჩენი დღეს, 5 მაისს, მოსამართლე ბესლან ბერულავამ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაკალანძე ვადას საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა) დანაშაულის ჩადენაში. „განჩინება საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიაში გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში“, - ნათქვამია ანგარიშში. განაჩენის შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. თაკალანძე გასული წლის 20 ივლისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს. მედია წერდა, რომ თაკალანძის ტელეფონში, სავარაუდოდ, რუსული საგუშაგოს ფოტო აღმოაჩინეს. როგორც ვარაუდობენ, მან ეს სურათი ქართულ დაზვერვას გაუგზავნა. თავად საქართველოს მოქალაქემ უარყო ეს ბრალდებები. ადვოკატმა ავთანდილ ჭკადუამ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ თაკალანძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ აღიძრა, ვინაიდან საქმის მასალებში მის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ აქტიურად მუშაობენ „საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით“. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. აფხაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თბილისს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 1998 წელს ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. ის გასული წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)