|
2023-05-05 15:21:24, 1073 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - „ქოლცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს ვეუბნები - ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში!
ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ჩემს ძმას "ქოლცენტრებთან" რამე კავშირი გვაქვს 100%-ით ტყუილია,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისში, აღმაშენებლის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ვაშაძის თქმით, ყველა კონტაქტს გამოიყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ „თაღლითი მავნებლები და კრიმინალები პასუხისგებაში მისცეს“. „მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა. თითქოს "ქოლცენტრებთან" რამე კავშირი გვაქვს, არის 100%-ით ტყუილი და "ქოლცენტრების" უკან დღეს თუ ვინმე დგას საქართველოში, არის „ქართული ოცნება“ - უფრო სწორედ „რუსული ოცნება“, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ ქოლცენტრების თაღლითური სქემით ფინანსდება და მას მფარველობენ სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირები. წარმოუდგენელია, რომ ასეთი თაღლითური სქემა არსებობდეს ქვეყანაში და ამიტომ ამბობენ უარს საგამოიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე. პირდაპირ აღიარებით ჩვენებას აძლევენ და ახლა უნდათ, რომ ისრები გადმოიტანონ აქეთ. პირდაპირ ეთერში ვეუბნები - ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონრების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოგიწევთ პასუხისგება. აუცილებლად დავუკავშირდები და გავალ კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან და რა ინფორმაციასაც მოვაგროვებთ, მივაწვდი მათ. ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ ევროკავშირში იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები და კრიმინალები მიეცენ პასუხისგებაში. ხაზგასმით ვამბობ, "ქოლცენტრების" უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები: ლილუაშვილს, შს მინისტრს ვეუბნები, მთავარ პროკურორს ვეუბნები - ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში!“,- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის დალუქულია ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)