14:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 14:28:39, 1477 ნახვა

სამართალი
გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე - ადგილზე ამოღებული ყველა ნივთი დაილუქა კამერების წინ

ამოღებული ყველა ნივთი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესაძლო გაყალბების შესახებ.

გომელაურის თქმით, ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი შემთხვევის ადგილზე გარდაცვალების შემდეგ მიიტანეს და დალუქეს - ტყულია.

„მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. ყველაფერი გადაღებულია, უწყვეტი კადრებით ვიღებდით ჩვენი სამსახური და საექსპერტო სამსახური. ყველა ადგილზე ამოღებული ნივთი დაილუქა ადგილზე კამერების წინ და გადავცემთ პროკურატურას თუ გადავეცით უკვე აღარ მახსოვს.

არ ვიცი საიდან მოიტანეს ინფორმაცია, რომ ტელეფონი მერე მოიტანეს და დაილუქა არის ტყუილი. ასე, რომ დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა.

შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics