|
2023-05-05 10:53:02, 907 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი კალაძეს - შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო
კარგი იდეაა, ბატონო კახა კალაძე - თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო,- ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს. კრამონი კალაძეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება ხუმრობაა. "კარგი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, როგორც მწვანეთა კანდიდატმა. მოდი, ვიმუშაოთ ამ საკითხზე. ყველა ჩემს გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!"- წერს კრამონი Twitter-ზე. ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში". "არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“,- აღნიშნა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)