07:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 22:02:09, 806 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შსს-ს მინისტრის გადადგომას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შსს-ს მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, დედაქალაქის ცენტრში ქურდული და კრიმინალური გარჩევა ყოველდღიურ მოვლენად იქცა, რაც მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე და იმ სტრუქტურების გაუმართაობაზე, რომლებმაც საზოგადოების უზრუნველყოფა და დაცვა უნდა მოახდინონ.  

„დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა მოსახლეობისთვის და ადამიანებს ბავშვების გამოშვების ეშინიათ გარეთ, ეშინიათ გადაადგილების, რადგან უმისამართო სროლებია კვირაში სამჯერ დედაქალაქში. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბიზნესმენს ესროლეს, ახლა ვხედავთ, რომ მოკლულია ადამიანი, დაჭრილებიც არიან, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე და იმ სტრუქტურების ვერ მუშაობაზე და გაუმართაობაზე, რომლების უზრუნველყოფაც უნდა მოახდინონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვით და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, შსს-ის მინისტრის და პირადი მოურავების, რომლებმაც დედაქალაქი გადააქციეს მაფიის ცენტრად. ამ ქვეყანაში გადაადგილება ფაქტობრივად უკვე არის ძალიან საშიში. უმნიშვნელოვანესია სასწრაფო გადადგეს შსს მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ევალებათ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. მათ ეს არ შეუძლიათ, არ გამოდით და შესაბამის ფაქტებს ვხედავთ ჩვენ დედაქალაქში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics