11:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 18:41:17, 1517 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად

მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა, კრემლზე თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს აღელვებს, რომ მომხდარი ფაქტი შესაძალოა გამოყენებული იქნას მეტი უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად.

"მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. ეს არის ის, რაც გვაწუხებს. ჩვენ გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტი ადამიანის, ჯარისკაცი გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად" - განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics