|
2023-05-04 15:42:10, 634 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესები 20 მაისამდე დასრულდეს - ხაბეიშვილი შიდაპარტიულ არჩევნებზე
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესები 20 მაისამდე უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ენმ სტრუქტურულად გამართული უნდა შეხვდეს ყველა პროცესს, რომელიც შესაძლოა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირების და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, პარტიის ყველა დონეზე მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოლიგარქიულ, კლანურ მმართველობას. ასევე, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ამ თავისუფლებისთვის ბრძოლა და უმნიშვნელოვანესია, რომ პარტია იყოს გამართული, სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, რომელიც დაუპირისპირდება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და ცხადია, იბრძოლებს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს ჩვენ დავაანონსეთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში გაიმართება ღია, გამჭვირვალე არჩევნები და ასეთი იქნება 63, სადაც ადგილობრივები აირჩევენ თავმდჯომარეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესები 20 მაისამდე უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ყველა განვითარებული პროცესებისთვის, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, ასევე იცით, რომ კონრკეტული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში. პარტია უნდა შეხვდეს გაძლიერებული და ყველანაირი არჩევნებით დასრულებული ამ პროცესს.
კანდიტადად რეგისტრაცია: ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის კანდიდატობის მსურველი შესაძლოა დარეგისტრირდეს კანდიდატად:
კანდიდატი ვერ იქნება:
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)