|
2023-05-03 23:49:43, 755 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად საფრთხედ აღიქვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ მზად იყო, კონსტიტუციაც დაერღვია
„ქართულმა ოცნებამ“ იმდენად საფრთხედ აღიქვა საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემის შესწავლისთვის, რომ მზად იყო, კონსტიტუციაც დაერღვია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ უკვე აჩვენა ის, რისი ჩვენებაც ოპოზიციას სურდა, თუ როგორ გადაეაა მმართველი პარტია სასამართლოს კლანს, მათ ნათლად გამოაჩნეს, რომ არ აქვთ სურვილი, რომ სიმართლე გამოჩნდეს. „ქართული ოცნება“ გადაეფარა სასამართლო კლანს; „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ამ კომისიამ იმუშაოს და დავადგინოთ, მართალს ამბობს „ქართული ოცნება“, თუ მართალს ამბობს ოპოზიცია. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ დასკვნას წინასწარ ვაკეთებთ? ჩვენ ვამბობთ, რომ შევისწავლოთ ერთობლივად“, - განაცხადა სამნიძემ. ცნობისთვის, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩავარდა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)