|
2023-05-03 18:52:36, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება
უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ის იაზრებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ვერ მოხდება იქამდე, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ სურვილია, რომ პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რათა მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება. "უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთის მხარს ვუჭერდით ფინეთის სწრაფვას NATO-ს წევრობისკენ და მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ეს მოგილოცოთ. როდესაც მეკითხებით, რა სახის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას, გეტყვით, რომ ზუსტად იგივე. უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება. ნათლად გვესმის, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე ომი მიმდინარეობს, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რომ მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება იმაზე მეტად, ვიდრე ღია კარია. გვსურს, ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერა დღესვე გვქონდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)