|
2023-05-03 18:23:47, 1235 ნახვა
ომი უკრაინაში
ФСБ-ის მტკიცებით, უკრაინულ სპეცსამსახურებს რუსეთში, საქართველოს ტერიტორიების გავლით შენიღბული ასაფეთქებლები შეჰქონდათ
ბომბის კომპონენტები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთებში იყო შენიღბული, უკრაინის სპეცსამსახურებმა ბულგარეთიდან თურქეთისა და საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში ტერორისტული თავდასხმებისთვის შემოიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროპაგანდისტული რუსული სამთავრობო სააგენტო"რია ნოვოსტი" ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ყირიმში დაგეგმილი "ტერაქტები" აღკვეთეს. როგორც "რია ნოვოსტი" აცხადებს, უკრაინის სამხედრო ძალების მხრიდან, ოკუპირებული რეგიონის მეთაურზე, სერგეი აკსენოვზე თავდასხმაც იგეგმებოდა. "უშიშროების ორგანოებმა გახსნა და ლოკალიზება მოახდინა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული კონტრაბანდის საერთაშორისო არხი, რომლის მეშვეობითაც ბულგარეთიდან რუსეთში, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით, შედიოდა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელებად კამუფლაჟირებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები, რომლებიც ამ ჯგუფის წევრებს ტერორისტულ საქმიანობაში უნდა გამოეყენებინათ", – ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)