11:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 14:08:16, 799 ნახვა

პოლიტიკა
ინჯია - მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც „ლგბტ პროპაგანდას“ შეზღუდავს

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ "ლგბტ პროპაგანდის" შეზღუდვასთან დაკავშირებით, კანონპროექტის მომზადება იგეგმება.

როგორც ინჯიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართული სახელმწიფოსთთვის ამის პროპაგანდა მიუღებელია".

"კანონპროექტს მოვამზადებ, რომელიც "ლგბტ პროპაგანდას" შეზღუდავს. "ლგბტ პროპაგანდა" ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს და მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ეს მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის. სხვა ორიენტაციის ადამიანები ყველა ქვეყანაში არის. ასეთი იყო საქართველოში ბევრი ცნობილი ადამიანი, ვინც ყველასთვის პატივსაცემი იყვნენ. მათ ორიენტაციას არავინ ეხებოდა. ეს ადამიანის საქმეა, მაგრამ ამის პროპაგანდა და აგიტაცია მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. რომ გამოდიხარ დრო დროშებით და დარბიხარ, ამას უყურებენ ბავშვები, მოზარდები და მოსახლეობა, რაც მიუღებელი ქართველი ხალხისთვის",- ამბობს ინჯია.

შეგახსენებთ, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ "ლგბტ პროპაგანდის"  წინააღმდეგ კანონის მიღებას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics