|
2023-05-03 11:39:17, 664 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნა შეძლო
ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და ქვეყანას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნა შეძლო. "დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა. ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა. ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის პროგრესს. ჟურნალისტის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომლის გარეშე ჩვენც ვერ შევძლებდით საკუთარი სათქმელის მიტანას მოქალაქეებამდე. ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და ქვეყანას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში",- წერს პაპუაშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)