13:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 12:58:27, 1518 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანულმა დაზვერვამ რუსული არმიის მთავარ პრობლემა დაასახელა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკისა და ომის დამნაშავე მიხაილ მიზინცევის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესორი ქვეყნის არმიის პრობლემებზე მიუთითებდეს.

ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსული სოციალური ქსელებით აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია მიზინცევის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც სამხედრო ლოჯისტიკას ხელმძღვანელობდა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მხოლოდ რვა თვე იყო.

ბრიტანული დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ მიზინცევის სამსახურიდან გათავისუფლება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში რუსული არმიის უმთავრესი პრობლემა კვლავ ცუდი ლოგისტიკაა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს არ აქვს საბრძოლო მასალა შეტევაში წარმატების მისაღწევად. საბრძოლო მასალის ნაკლებობა იწვევს შიდა უთანხმოებებს, პირველ რიგში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის შორის.

მანამდე ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) იტყობინება, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ან მალავდნენ ან ფრთხილად აცხადებდნენ სარდლობის ცვლილებებს უკრაინის ომის განმავლობაში, რათა დაიცვან თავი კრიტიკისგან, ეპოვათ განტევების ვახები სამხედრო წარუმატებლობისთვის. რუსული საინფორმაციო სივრცის დასამშვიდებლად ან მცირე ტერიტორიული მიღწევების ოპერაციულ გამარჯვებებად გაყიდვის მცდელობებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics