14:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 12:05:42, 1459 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ხანძარი წინასწარი ინფორმაციით უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა.

ცეცხლი 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"საწვავის ავზი იწვის....წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა გამოეწვია დრონით თავდასხმას", - წერს რაზვოჟაევი.

უკრაინულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics