14:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 21:47:25, 1524 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩემი და სი ძინპინის საუბარი უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში პეკინის ჩართვას ეხებოდა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის საუბარი უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებში პეკინის ჩართვას ეხებოდა.

ზელენსკის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთოს, რომლებიც შემდგომ რუსეთზე გავლენას მოახდენენ, რათა აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი საუბარი. რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, ამაზე არ გვისაუბრია. რაც შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც ვისაუბრეთ, პირველ რიგში, ისინი ეხებოდა უსაფრთხოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ფორმატში, ჩვენს მშვიდობის ფორმულაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩავრთოთ, რომლებიც შემდეგ შეძლებდნენ რუსეთზე ზეწოლას, რათა აღდგეს მშვიდობა, აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი 26 აპრილს შედგა, ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საუბარი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics