|
2023-04-28 15:47:53, 1538 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმანის დაბომბვაზე - მკვლელების და ტერორისტების ნაცია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაცია მკაცრად გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებას უკრაინის უმანში საცხოვრებელ შენობებზე სარაკეტო დარტყმის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა რუსებს ტერორისტების და მკვლელების ნაცია უწოდა. განცხადება მან, ტელეგრამის არხზე გაავრცელა. "რუსეთის ფედერაციის მკვლელობის სამინისტროს უხარია, რომ რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქეები. აშკარაა ტერორისტებისა და მკვლელების მთელი ნაციის არაადეკვატურობა და კომპლექსი", - წერს ის. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ისკანდერის“ რაკეტის გაშვების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ზუსტად მიზანში“. უკრაინაში, ჩერკასის რაიონის ქალაქ უმანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 11 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 17 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი, მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)