10:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 09:38:29, 1405 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობაზე - შეურაცხყოფს ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას

საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უბრალოდ შეურაცხყოფს ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ტეის რეიტენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის საკითხს.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მუშაობას, ურჩევნია ვიქტორ ორბანთან და პუტინის სხვა მეგობრებთან ურთიერთობა.

"საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უბრალოდ შეურაცხყოფს ქვეყნის პრო-EU უმრავლესობას.

"ქართულ ოცნებას" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მუშაობას ,ურჩევნია ვიქტორ ორბანთან და სხვა [ადამიანის] უფლებების მოწინააღმდეგ პუტინის მეგობრებთან ურთიერთობა. 

ეს არანაირად არ წარმოადგენს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს",- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული.

CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics