11:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 15:08:17, 1219 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა IRI-ის კვლევაზე - „ოცნება“ უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ

„ოცნება“ უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა IRI-ის კვლევას.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ასევე უარყოფს ჰუმანიტარული და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც გაწევრიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის.

"როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებშიც გაწევრიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და ასევე, არა მხოლოდ საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, არამედ ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას",- წერს ფოტიგა. 

ცნობისთვის, 25 აპრილს, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 61% სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მხარს მტკიცედ უჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics