|
2023-04-27 12:52:31, 1540 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს
პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს - ამის შესახებ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. აჭარის მთავრობის ცნობით „10 შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის" - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, მაღალრეიტინგული ონლაინგამოცემა INDEPENDENT აქტიურ მოგზაურებს ურჩევს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ. ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და შვეიცარიის გვერდით ბათუმი მეორე ადგილს იკავებს. "აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის დადებით დინამიკაზე, 2019 წელთან შედარებით. მისი განცხადებით, გაზრდილია ვიზიტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და ზრდა შეადგენს 53%-ს ასევე, გასულ 2022 წელთან შედარებით ზრდა არის 17%-ზე მეტი. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა „World Travel Awards"-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც ბათუმი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს უმასპინძლებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალა ცერემონიას ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის და შემდეგ უკვე, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა. მისი განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი პირველ კვარტალში გადაჭარბებით 120%-ით შესრულდა, რაც არის 20% იანი ზრდა, შესაბამასიდ, გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები ყველა მიმართულებით, რაც მიუთითებს დადებით დინამიკაზე, რომელიც აისახება როგორც ბიზნესის, ასევე სამუშაო ადგილების ზრდაზე.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)