11:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 11:39:20, 925 ნახვა

პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან, 21 აპრილს მომხდარ ინციდენტსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე გამახვილდება.

"ძირითადი აქცენტი და მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე გახლავთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რათა თითოეული მათგანი დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ყურადღება გამახვილდება თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ზოგადად, ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე საკითხები იქნება გააქტიურებული.

ჩვენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი და შეურიგებელი ჭვრინისში მომხდართან დაკავშირებით. დაუშვებელია მსგავსი ფაქტი, როდესაც ჯერ ერთი, იყო უკანონო დაკავების მცდელობა, რა დროსაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება. ამგვარი ქმედება არის დაუშვებელი",- უთხრა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, 21 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics