11:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 14:51:44, 933 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - „თვის ტროლის“ ჯილდო გადაეცემათ ქართველ „ტროლებს“ - მათ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობეს

მომილოცავს, "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს" - მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

კრამონმა სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეო გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ფეიკები", ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ ვრცელდებოდა.

"მომილოცავს, "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს" - მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის გერინგის რუსულ თარგმანს აიღებს. გერინგი და გიორინგი კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი, ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო ისევე, როგორც, საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რამე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან. 

მეორე "ფეიკი" კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური "დიიფ ფეიკ" ვიდეო იყო. 

საინტერესო გარემოებაა, რომ ეს "ფეიკები", ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა, შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად. მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ დამოუკიდებელი "ფაქტ ჩექერები", ამ კონკრეტულ შემთხვევაში Myth Detector-ი, რომელმაც ეს სისულელე გამოააშკარავა. მადლობა მათ და მომავალშიც მზად ვარ ვითანამშრომლო“, - აცხადებს კრამონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics