11:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 19:10:18, 979 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება

ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევას.

მისივე თქმით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ  ნოემბრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი არის ორნახევარჯერ გაზრდილი, როგორც თავად აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნოემბრის თვეში ჰქონდა 6 პროცენტი, ხოლო ახლა 14 პროცენტი აქვს.

„სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს მინდა მივმართო, რომ ჩვენ ახლა ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მოთხოვნა და კვლევები აჩვენებს ამას. ჩვენ ერთმანეთს ტალახი კი არ უნდა ვესროლოთ, არამედ გავერთიანდეთ და დავასრულოთ „რუსული ოცნება“, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ვართ მზად და ვითანამშრომლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. გამოვრიცხავ მხოლოდ ერთ რამეს, რომ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ არ გავაკეთებთ რამეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics