|
2023-04-25 16:10:52, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია
რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთისთვის კრემლთან პარტნიორობა პრიორიტეტულია, ვინაიდან მას შეუძლია მიიღოს იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები. "რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩინეთისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია. ჩინეთს შეუძლია მოსკოვიდან მიიღოს იაფი ნავთობი, გაზი და სხვა რესურსები კრემლთან პარტნიორობის სანაცვლოდ, "შეზღუდვების გარეშე". მე არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი ნამდვილად დაინტერესებულია ომის მოკლე დროში დასრულებით", - ამბობს პაველი. შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ჩინეთის მიერ წარმოდგენილი გეგმა ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახლა აკონტროლებენ, უკრაინას კი, ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)