13:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 20:54:56, 1056 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 12 რეკომენდაციას პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით

ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით 12 რეკომენდაციას, ამ პროცესს ივნისის სესიის დასრულებამდე ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მისივე თქმით, ამა წლის დეკემბერში ქვეყანა და ხელისუფლება 100 პროცენტით მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხოლო როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ეს მათი საქმეა.

"ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. ვისაუბრებ, რა როლი შევიტანეთ ამ ყველაფერში. ასევე, ვისაუბრებთ ამ პროცესებში ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ჩართულობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კოლეგები და პარტნიორები მთლიანად ინფორმირებული იყვნენ, რადგან ეს ინფორმაციები, საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის გარშემო საბოლოო მოსაზრების ჩამოყალიბების, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭების საფუძველი. ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით 12 რეკომენდაციას, ამ პროცესს ივნისის სესიის დასრულებამდე ბოლომდე მივიყვანთ. აქედან გამომდინარე, ქვეყანა და ხელისუფლება ყველანაირად დაიმსახურებენ კანდიდატის სტატუსს დეკემბერში. 50/50-ზე არის შანსი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენ 100 პროცენტით მზად ვიქნებოდით და ვიქნებით დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელიც დამოკიდებულია გლობალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ ღირს. საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ევროკავშირის საქმეა", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics